- ევროკომისიის თეთრი წიგნი
- შეიცავს კონკრეტულ წინადადებებს ევროგაერთიანების ქმედებათა შესახებ კონკრეტულ სფეროში. ზოგიერთ შემთხვევაში იგი ქვეყნდება მწვანე წიგნის შემდეგ, რომლის მიზანია ევროპულ დონეზე კონსულტაციების პროცესის დაწყება. ევროკომისიამ გამოსცა თეთრი წიგნი შიდა ბაზრის დასრულების შესახებ; ასევე ეკონომიკური ზრდის, კონკურენციის, დასაქმების და ცენტალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის შესახებ. თუ თეთრ წიგნს მინისტრების საბჭო მოიწონებს, ის კონკრეტულ სფეროში კავშირის სამოქმედო პროგრამად იქცევა.Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003
Georgian encyclopedia. 2013.